დორის ლესინგის „ოქროს რვეული“ 1962 წელს გამოქვეყნდა, წიგნი ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. დორის ლესინგი (დორის მეი ტეილორი), ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2007 წლის ლაურეატი, |
ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი" პირველად 1929 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მას საფუძვლად დაედო ლექციათა ციკლი, რომელიც ვულფმა 1928 წლის ოქტომბერში კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა ორ კოლეჯში - ნიუნჰემსა და გერტონში წაიკითხა. იმის მიუხედავად, რომ ესეში თხრობა მხატვრულია, |
შევალიე დე გრიესა და მანონ ლესკოს სიყვარულის ისტორია, მე-18 საუკუნის ფრანგი მწერლის აბატი პრევოს საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული რომანი. |
ათას ერთი ღამე არაბული ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია და წარმოადგენს ზღაპართა კრებულს, რომელსაც შაჰრაზადა მეფე შაჰრიარს უყვება ყოველ ღამით , რათა კაზმული სიტყვებით თავი გადაირჩინოს. კრებული შედგება ათას ერთი ზღაპრისგან, "რათა იხილოს კაცმა ის, რაც სხვას გადახდომია და შეიგონოს". |
მეოცე საუკუნის დიდი ავსტრო-გერმანელი მწერლის შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველა. |
საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. |
იაპონელი მწერლის,იუკიო მიშიმას რომანმა "ნიღბის აღსარება" გამოსვლისთანავე საყოველთაო აღსარება მოუტანა 24 წლის ავტორს.ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება.განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანისნავად გამოსდის და ერთგვაროვნად ეხმარება კიდეც - დარჩეს ბოლომდე გულწრფელი,თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს... |
„შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (1720) ჩიკამაცუ მონძაემონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, რომლის პრემიერა 1721 წლის 3 იანვარს შედგა. იგი სიყვარულით დაბრმავებული ორი ადამიანის ცხოვრებას ეხება, რომლებიც სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზთა გამო ვერ ახერხებენ ერთად ყოფნას და უკანასკნელ ნაბიჯს დგამენ - ერთობლივ თვითმკვლელობას მიმართავენ იმქვეყნად შერთების იმედით. |
"ფაუსტის" პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე - 22 წლის შემდეგ. მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთიი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ. |
ირლანდიელი დრამატურგის ჯორჯ ბერნარდ შოუს საქვეყნოდ აღიარებული პიესა „პიგმალიონი“ 1923 წელს დაიდგა. მის მიხედვით შეიქმნა ასევე საყოველთაოდ ცნობილი მუზიკლი „ჩემი მშვენიერი ლედი“. 1926 წელს ბერნარდ შოუს მიენიჭა ნობელის პრემია „იდეალიზმითა და ჰუმანიზმით გამორჩეული შემოქმედებისათვის, ცეცხლოვანი სატირისათვის, რომელიც ხშირად ერწყმის არაჩვეულებრივ პოეტურ მშვენიერებას“. |