ეს ამბავი ინგლისის ერთ მთიან სოფელში მოხდა. ერთ დღესაც ამ სოფელში კაპიტანი ჯორგანი ჩადის ბოთლში გამომწყვდეული წერილი ჩააქვს, რომელიც უკაცრიელ კუნძულთან იპოვა. ამ წერილმა სოფლის მკვიდრი ერთი ოჯახის ცხოვრება უნდა შეცვალოს, დიდ საიდუმლოს ფარდა უნდა ახადოს! შეხვედრა წარსულთან - ეს მოთხრობის გმირთათვის გარდაუვალი აუცილებლობაა! |
15 წლის გეორგი დედასთან, მამინაცვალსა და პატარა დასთან ერთად ოსლოში ცხოვრობს. მამა ბუნდოვნად ახსოვს: 4 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ შემოიჭრა ბიჭის ცხოვრებაში - ვრცელი წერილით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეორგის ძველ საბავშვო ეტლში ინახებოდა. |
"გრძნობათა აღზრდა" მე19 საუკუნის ერთ - ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად ითვლება. ის მოგვითხრობს ისტორიას ახალგაზრდა მამაკაცის რომანტიკულ ცხოვრებაზე, 1848 წლის პარიზის რევოლუციის დროს. |
პიესა, რომელსაც საფუძვლად უდევს ისტორიული ამბავი რომის იმპერატორ კალიგულას მმართველობის და ცხოვრების შესახებ. |
მეოცე საუკუნის დიდი ავსტრო-გერმანელი მწერლის შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველა. |
გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. გაი მეხანძრეა, თუმცა ჩაქრობის ნაცვლად, მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაი- ტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. |
მე-19 საუკუნის დიდი ფრანგი კლასიკოსის, მრავალი შესანიშნავი მოთხრობისა და რომანის ავტორის გი დე მოპასანის (1850-1893) შემოქმედებაში რომანს „წუთისოფელი“ გამორჩეული ადგილი უჭირავს და ფრანგული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. |
ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წელს საფრანგეთში. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი - „სალამი, სევდავ!“ გამოაქვეყნა. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, ითარგმნა მრავალ ენაზე და „კრიტიკოსების“ ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: „ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ“, „გიყვართ ბრამსი?“, „საოცარი ღრუბლები“ და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო. |
ალბათ, მთავარი, რასაც აგათა კრისტის ნაწარმოებიდან ამოვიკითხავთ, სიკეთის აუცილებელი გამარჯვების იდეაა, რომელიც, დეტექტივისთვის დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში ვირტუოზობამდე მიყვანილი ეფექტური მოულოდნელობების განცდასთან ერთად, უცნაურად მახლობლად, შენს წიგნად აქცევს აგათა კრისტის ნაწარმოებს. |
ელსფეთ მაკგილიკატი ჰალუცინაციებს არასდროს შეუწუხებია. თუმცა ეს მანამ იყო, სანამ პადინგტონის სადგურზე მკვლელობას შეესწრებოდა. დაინახა კი რამე? არც მსხვერპლი, არც ეჭვმიტანილი და არც სხვა თვითმხილველი არ არსებობს. არავის სჯერა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, გარდა მისი მეგობრის, მისის მარპლისა, რომელიც მკვლელობის ადგილზე ბრუნდება და აღმოაჩენს იმას, რისი მომსწრეც მისის მაკგილიკადი გახდა |