« 1 2 3 4 5 6 7 ... 44 45 »

ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი მოფრინავს - მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს რომ ეძახდნენ... 


შერლოკ ჰოლმსი – ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი – დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველებში. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი დეტექტიური ჟანრის კლასიკად ითვლება. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს.


ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნაწარმოები "ოლივერ ტვისტი" პირველად 1838 წელს გამოიცა და მას შემდეგ უამრავ მკითხველს შეაყვარა თავი. ღარიბ-ღატაკთა თავშესაფარში დაბადებული ობოლი ბიჭუნას ამაღელვებელი თავგადასავალი ყველას ერთნაირად აუჩუყებს გულს, დიდსაც და პატარასაც, მოხუცსაც და ბავშვსაც. თუმცა, ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე. ჰოდა, გაუთავებელი ჩაგვრითა და დამცირებით გატანჯული გულკეთილი ოლივერის ისტორიასაც ბედნიერი დასასრული აქვს.


სამყარო, რომელსაც ცნობილი ფრანგი მწერალი ფრანსუა მორიაკი თავის შესანიშნავ რომანში აღწერს, ჭეშმარიტად შემზარავი და თავზარდამცემია. ასპიტთა ბუდე - ეს არის ბურჟუაზიული ოჯახი, სადაც მამა, შვილები და შვილიშვილები - ყველანი მზად არიან ერთმანეთი მოწამლონ და დაღუპონ ფულის გამო.


რამდენიმე წლის წინათ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისაკენ მოაგარაკეების ოჯახი მიემგზავრებოდა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა.


შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია.


ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის დენ ბრაუნის მიერ 2003 წელს გამოცემული რომანი „და ვინჩის კოდი“ დღემდე საერთაშორისო ბესტსელერად ითვლება. იგი 44 ენაზეა ნათარგმნი და 81 მილიონ ეგზემპლიარად არის დაბეჭდილი. ინტელექტუალურ დეტექტიურ ჟანრში დაწერილმა რომანმა ფართო ინტერესი გამოიწვია წმინდა გრაალის ლეგენდისა და მარია მაგდალინელის როლზე ქრისტიანობის ისტორიაში.


ჰილარი კრეივენი, შვილებდაღუპული და ქმრისგან მიტოვებული ქალი, სასტუმროში თვითმკვლელობას გეგმავს. აქ ის მოულოდნელად ბრიტანელი საიდუმლო აგენტისგან იღებს შეთავაზებას - დიდი დოზით საძილე აბების მიღების ნაცვლად, სახიფათო მისიაში მიიღოს მონაწილეობა: მოსაძებნია გაუჩინარებული მეცნიერი, ბირთვული-ფიზიკის სპეციალისტი, რომელიც შესაძლოა საბჭოთა კავშირშიც კი იყოს გაქცეული. ჰილარი თანხმდება აგენტის წინადადებას და აღმოჩნდება მგზავრთა შორის, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით გადაჰყავთ.


სუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს მქონია, მაგრამ განსაკუთრებულ ადამიანს (ჩემთვის) განსაკუთრებული სუნი აქვთ და ამ სუნით ყველა სხვა ადამიანში განასხვავებ. მე ალბათ სიცივის სუნი ამდის. ალბათ იმიტომ, რომ იანვარში დავიბადე. ჩემს ოთახშიც სიცივის სუნი ტრიალებს, იმიტომ რომ იქ ვტრიალებ მე. რა სუნებს იგრძნობდა  პატრიკ ზიუსკინდის გმირს გრუნეი XXI საუკუნეში, რომ ეცხოვრა?


მხოლოდ ერთადერთი შემავალი ზარი მობილურ ტელეფონში და აი, ბოსტონის ქუჩებში დაეხეტებიან არა ადამიანები, არამედ დესტრუქციული იმპულსით ზომბირებული, სისხლს მოწყურებული არსებები და ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ. არც ისე ბევრი აღმოჩნდა იმ იღბლიანთა შორის, რომელთაც ამ კატასტროფის დროს მობილურები არ ჰქონიათ. სანაცვლოდ მათ საღი გონება შერჩათ. კომიქსების მხატვარი კლაიტონ რიდელი, კლერკი, გოგონა, მოხუცი მეცნიერი და მისი მოწაფე ბედისწერის ნებით შეხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ, გაარკვიონ, რა ხდება...


sitemap