მხოლოდ ერთადერთი შემავალი ზარი მობილურ ტელეფონში და აი, ბოსტონის ქუჩებში დაეხეტებიან არა ადამიანები, არამედ დესტრუქციული იმპულსით ზომბირებული, სისხლს მოწყურებული არსებები და ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ. არც ისე ბევრი აღმოჩნდა იმ იღბლიანთა შორის, რომელთაც ამ კატასტროფის დროს მობილურები არ ჰქონიათ. სანაცვლოდ მათ საღი გონება შერჩათ. კომიქსების მხატვარი კლაიტონ რიდელი, კლერკი, გოგონა, მოხუცი მეცნიერი და მისი მოწაფე ბედისწერის ნებით შეხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ, გაარკვიონ, რა ხდება... |
"უჩინარი კაცი" პირველად 1897 წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. რომანმა ახალგაზრდა, ექსცენტრიკულ მეცნიერზე, რომელსაც უჩინარ ადამიანთა რასის შექმნა სურს, გამოსვლის დღიდანვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება. |
ფრანც კაფკას საყოველთაოდ აღიარებული მცირე შედევრი. მოთხრობის მთავარი გმირი, გრეგორ ზამზა ერთ დილასაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ, ამაზრზენ მწერად ქცეულა. თავისთავად, ასეთი ხვედრი შესაშური არაა, მაგრამ ზამზასთვის უფრო მტანჯველი აღმოჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომ ასეთი მეტამორფოზის შემდეგ ოჯახის რჩენა აღარ შეუძლია. |
ცნობილი რუსი მწერალი, ალექსანდრე ბელიაევი რუსული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაწერილი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, "ადამიანი-ამფიბია", ადამიანების მიერ "ზღვის ეშმაკად" წოდებულ უცნაურ ჰუმანოიდზე მოგვითხრობს. 1960 წელს გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა "ადამიან-ამფიბიას" განსაკუთრებით გაუთქვა სახელი. |
კლიფორდ დ. საიმაკმა კი რომან “გობლინთა ნაკრძალში” მთლიანად გააქრო დროისა და სივრცის საზღვრები და მკითხველს უნუკალური შანსი მისცა, მასთან ერთად გამოეკვლია მისი ორეულის ჯერ გაჩენის, შემდეგ მკვლელობისა და კრისტალურ პლანეტაზე გადახდენილი საოცარი ამაბები. |
რომანის მთავარ გმირს – ჰიუ გლასს, რომელიც კლდოვანი მთების ბეწვეულის კომპანიაში მუშაობდა, 1823 წელს დათვი გრიზლი დაესხა თავს და დაასახიჩრა. მომაკვდავი თანამეგზურებმა მიატოვეს, მათ შორის იმ ორმაც, მისი მოვლა რომ ევალებოდათ. გლასი გადარჩა და დამნაშავეებზე შურის საძიებლად გაემართა. სწორედ აქ იწყება ჰიუ გლასის გადარჩენის დაუჯერებელი ამბავი. |
„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. |
რა არის უფლის შიში? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? რითი განსხვავდება ის იმ მდგომარეობისგან, როცა უბრალოდ გვეშინია ღმერთის? ამ წიგნში, ჯონ ბევირი წმიდა წერილიდან დაგანახვებთ ჭეშმარიტებას, რომელიც ძალზე ხშირად შეუმჩნეველი და არასწორად აღქმული რჩება. ის სიბრძნის, ცოდნისა და ღმერთთან სიახლოვის გასაღებს წარმოადგენს. თუ ეძებთ პასუხებს, ღვთიურ მფარველობას ან მმართველობას, მაშინ თქვენ უფლის მოშიშებით უნდა იცხოვროთ. |
ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნეხვია. ბოლო უნდა მოვუღო. ყელში ამომივიდა after-shave-ით აშმორებული ბრიყვების აქეთ-იქით თრევა, თანაც უკანა სკამზე მუდამ კოკაინს ყრიან. |
ბერძნული მითოლოგია არის ერთობლიობა მითებისა, რომლებიც მოთხრობილია ძველი ბერძნების მიერ და ეხება სამყაროს წარმოშობასა და ბუნებას, ღვთაებების, გმირების და მითოლოგიურ არსებათა ცხოვრებასა და საქმეებს, ისევე, როგორც ძველბერძნული ადათებისა და წესების პრაქტიკას. |