ლადო ასათიანის ლექსს ერთი იშვიათი თვისება აქვს. 
იგი აღელვებს ისეთ მკითხველსაც, რომელიც 
ჩვეულებრივ გულგრილია პოეზიისადმი.


გურამ ასათიანი


შიო არაგვისპირელი –(1867 – 1926)

   შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) დაიბადა 1867 წლის 4 დეკემბერს (16 დეკემბერი), სოფ. ქარისხევში (ან თანდილაანთკარი – ახლანდელი დუშეთის რაიონი) ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1877-იდან), შემდეგ (1883-იდან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი.


დავით გურამიშვილი – David Guramishvili (1705 – 1792)
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა – კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული მზევინარი სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 სუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით, საგურამო განთქმულია. «ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი» (ვახუშტი).


საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი.  

მერაბ კოსტავა საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ ითამაშა. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.


sitemap