ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე.თეოდორ დოსტოევსკი
| 2016-08-27, 10:45 AM | |
ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა `პატარა ხელით~. ეს მახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს, თვით მაწანწალა ბავშვებმა მოიგონეს. ქუჩაში ამ ბიჭის მსგავსს ბევრს წააწყდებით, ისინი თქვენს ირგვლივაც დაძრწიან და რაღაც გაზეპირებულ სიტყვებს გაიძახიან. თუმცა ეს ბიჭი ყველასგან განსხვავდებოდა, ლაპარაკით არავის აწუხებდა, მისი ყოველი სიტყვა უმანკოდ და უჩვეოლოდ ჟღერდა, თან ნდობით სავსე თვალებით შემომცქეროდა. წიგნის წაკითხვა(27.1 Kb)
| |
|
|
| სულ კომენტარები: 0 | |