მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 392
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 ... 39 40 »


ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“ (Eat That Frog!) მსოფლიო ბესტსელერია დროის მენეჯმენტსა და პროკრასტინაციასთან (საქმის გადადება) ბრძოლაში. ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც ბევრი საქმე აქვს და არ იცის, საიდან დაიწყოს.


დეილ კარნეგის წიგნი „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე“ (How to Win Friends and Influence People) 1936 წელს გამოიცა და მას შემდეგ პიროვნული განვითარების ბიბლიად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწერა, მასში მოცემული ფსიქოლოგიური პრინციპები დღესაც უცვლელად მუშაობს.


ფილიპ კ. დიკის ეს საკულტო რომანი გვიჩვენებს დამარცხებულ და ორად გაყოფილ ამერიკას, სადაც შიში და პროპაგანდა ყოველდღიურობაა. თუმცა, ამ პირქუშ რეალობაში ჩნდება იდუმალი წიგნი, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა. ეს არის თავბრუდამხვევი თამაში რეალობით, სადაც სიმართლე და ილუზია ერთმანეთში ირევა და კითხვა — „რა იქნებოდა, თუ...?“ — სულ სხვა მასშტაბს იძენს.


"451 ფარენჰეიტი — ტემპერატურა, რომელზეც ქაღალდი ალდება და იწვის." რეი ბრედბერის ეს გენიალური რომანი გვიხატავს მომავალს, სადაც წიგნები აკრძალულია, ხოლო "მეხანძრეები" ცეცხლის ჩაქრობის ნაცვლად, მათ დასაწვავად დადიან. ეს არის ამბავი სისტემის წინააღმდეგ წასულ ადამიანზე და იმ სამყაროზე, სადაც ფიქრი დანაშაულია, ხოლო ზედაპირული გართობა — ვალდებულება.


რომანის მთავარ გმირს საპყრობილეში სასტიკი რეჟიმი, ყოველდღიური დამცირება და ბორკილების თრევა უფრო ტანჯავს, ვიდრე აფრთხობს. ის ისეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ამქვეყნად ტკივილისა და ტანჯვის მეტი თითქმის არაფერი უნახავთ. ალექსანდრ პეტროვიჩს მათთან ურთიერთობა არ ეთაკილება, პირიქით, მედიდურობას სამარცხვინო თვისებად თვლის და ყოველგვარ უკადრისობას უარყოფს. 


წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან... სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ,


დორის ლესინგის „ოქროს რვეული“ 1962 წელს გამოქვეყნდა, წიგნი ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. დორის ლესინგი (დორის მეი ტეილორი), ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2007 წლის ლაურეატი,


ვირჯინია ვულფის "საკუთარი ოთახი" პირველად 1929 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მას საფუძვლად დაედო ლექციათა ციკლი, რომელიც ვულფმა 1928 წლის ოქტომბერში კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა ორ კოლეჯში - ნიუნჰემსა და გერტონში წაიკითხა. იმის მიუხედავად, რომ ესეში თხრობა მხატვრულია, 


შევალიე დე გრიესა და მანონ ლესკოს სიყვარულის ისტორია, მე-18 საუკუნის ფრანგი მწერლის აბატი პრევოს საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული რომანი.


ათას ერთი ღამე არაბული ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია და წარმოადგენს ზღაპართა კრებულს, რომელსაც შაჰრაზადა მეფე შაჰრიარს უყვება ყოველ ღამით , რათა კაზმული სიტყვებით თავი გადაირჩინოს. კრებული შედგება ათას ერთი ზღაპრისგან, "რათა იხილოს კაცმა ის, რაც სხვას გადახდომია და შეიგონოს".



sitemap