ასტროლოგია მხოლოდ მომავლის პროგნოზირება არაა; ის ასევე გვეხმარება გავიგოთ ჩვენი წარსული და ის, თუ რა გაკვეთილების მისაღებად მოვედით ამ სამყაროში. კარმული ასტროლოგია გვასწავლის, რომ ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი არა მხოლოდ ხასიათს, არამედ წინა ცხოვრებიდან მოყოლილ „ვალებს“ და მიმდინარე ინკარნაციის მთავარ მისიასაც განსაზღვრავს.


კოსმოსური რბოლის ეპოქაში, სანამ ადამიანი ხომალდში ჩაჯდებოდა, მეცნიერებს უნდა ეპოვათ პასუხი მთავარ კითხვაზე: გადარჩება თუ არა ცოცხალი ორგანიზმი უწონადობისა და კოსმოსური რადიაციის პირობებში? არჩევანი ორ სხვადასხვა ბიოლოგიურ სახეობაზე შეჩერდა.


ისტორიისა და მითოლოგიის ანალებში, რამდენიმე ამბავი იპყრობს ადამიანთა წარმოსახვას ისე, როგორც ატლანტიდის ამბავი. ეს ლეგენდარული ქალაქი, რომელიც სავარაუდოდ ზღვის სიღრმეშია ჩაძირული, საუკუნეების განმავლობაში იწვევს გაუთავებელ დისკუსიებს, კვლევებსა და სპეკულაციებს.


ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობა ცას შეჰყურებდა, რათა საკუთარი ბედისწერის კოდი ამოეკითხა. ასტროლოგია არ არის მხოლოდ წინასწარმეტყველება — ეს არის უძველესი ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ადამიანის ხასიათს, მის ფარულ შესაძლებლობებსა და კოსმიურ ენერგიას აერთიანებს. აღმოაჩინე 12 განსხვავებული არქეტიპი, გაიგე შენი ნიშნის ძლიერი და სუსტი მხარეები და ნახე, როგორ მართავს პლანეტების განლაგება ჩვენს ყოველდღიურობას.


ასტროლოგია ბევრისთვის მხოლოდ დილის პროგნოზია, თუმცა რეალურად ეს არის უძველესი ფილოსოფიური სისტემა, რომელიც ადამიანის სულის ევოლუციას აღწერს. თუ ზოდიაქოს წრეს ერთ მთლიან ისტორიად განვიხილავთ, მაშინ მე-12 ნიშანი — თევზები — ამ ისტორიის კულმინაცია და ყველაზე ამოუცნობი ნაწილია.


 

1983 წელს ამერიკელმა განვითარების ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდენერმა 9 ტიპის ინტელექტი აღწერა.

სხვა ფსიქოლოგები რასაც უნარებს მიაკუთვნებდნენ, გარდენერმა ინტელექტის ტიპებს დაამატა. მისი აღწერის მიხედვით მანამდე აღქმული ინტელექტი იყო მხოლოდ ერთი პერსპექტივა და სხვა ადამიანებსაც გააჩნიათ იგივე ინტელექტის დონე, ოღონდ სხვა პერსპექტივით. თუ არ იცი მათემატიკა და არ გამოგდის გამოთვლები, ვერ გამოთვლი კურსს, რომლითაც სამყარო ვითარდება, თუმცა შეიძლება იმის უნარი გაგაჩნდეს, საჭირო ადამიანი იპოვო, ვინც ამას შეძლებს.


ლადო ასათიანის ლექსს ერთი იშვიათი თვისება აქვს. 
იგი აღელვებს ისეთ მკითხველსაც, რომელიც 
ჩვეულებრივ გულგრილია პოეზიისადმი.


გურამ ასათიანი


შიო არაგვისპირელი –(1867 – 1926)

   შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) დაიბადა 1867 წლის 4 დეკემბერს (16 დეკემბერი), სოფ. ქარისხევში (ან თანდილაანთკარი – ახლანდელი დუშეთის რაიონი) ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1877-იდან), შემდეგ (1883-იდან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი.


დავით გურამიშვილი – David Guramishvili (1705 – 1792)
დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა – კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული მზევინარი სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 სუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით, საგურამო განთქმულია. «ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით… პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი» (ვახუშტი).


საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი.  

მერაბ კოსტავა საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ეროვნული გმირი დაიბადა 1939 წლის 26 მაისს ქ. თბილისში ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში. მისი მშობლები ივანე და ოლღა, განათლებული, კულტურული ადამიანები იყვნენ. ბაბუა კი, ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ ითამაშა. მისი თავისუფლებისმოყვარე იდეები ბავშვობიდან აყალიბებდა მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად.


sitemap