„მეფე და მე“ (ავტობიოგრაფიის ნაწყვეტი)აკა მორჩილაძე
| 2016-12-20, 10:31 AM | |
ცხოვრებაში სულ ერთხელ დავინახე მეფე. თბილისობის დროს, რომელიღაც აღდგენილი სახლის აივნიდან გადმოდგა და ხალხს ყანწი დაანახა. იმ დროს ერთი მუშა კაცი, მგონი ქურთი იყო, ცდილობდა, ხალხში შეეღწია და მეფე კარგად დაენახა. ვიღაც გალსტუკიანმა და ულვაშიანმა კაცმა ჯერ ხელი ჰკრა, მერე კიდევ წიხლიც მიაყოლა ფერდში. იმ ქურთს ხელში ეჭირა ქაღალდის პარკი, უფრო სწორად იღლიაში ამოედო. წაიქცა, გაუვარდა პარკი და იქედან გადმოვარდა სქელ ქაღალდში გახვეული ხორცის ნაჭერი. წიგნის წაკითხვა(33.5 Kb)
| |
|
|
| სულ კომენტარები: 0 | |