განთიადი.აკაკი წერეთელი
2016-12-20, 10:33 AM

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

ქართული Admin 427 33 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar

sitemap