კახეთის მეფე თეიმურაზ II. დედოფალი თამარ - მისი მეუღლე. პატარა-კახი - მისი ძე, მემკვიდრე. გივი ჩოლოყაშვილი - პატარა-კახის გამზრდელი. ლევან ქვაბულიძე. რევაზ ბებურიშვილი. მწყემსი. მოხუცი ბრმა - გელად წოდებული. ტურფა - მისი ქალი. თედო რამაზიშვილი - რევაზის მსახური. ელენე - ლევანის და. ბაადურ-კუტი. მუშები. შიკრიკები და ამალა. |
მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად, მერცხლის ბუდედ რაღაც მოსჩანს; თვალთ ისარი, შენატყორცნი, ვერ არჩევს მის სიგრძეს და განს.
მოწნული და მიგრეხილი, დრო და ჟამის შესაფერად - ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. |
აგვისტოს პასიანსი" 2001 წელს გამოვიდა. უბრალოდ დეტექტიურ სიუჟეტს თხრობის გასაოცარი ოსტატობა შესანიშნავ ნაწარმოებად აქცევს. |
კიდევ ერთხელ გადავფურცლე ეს წიგნი და პირველი წინადადება წავიკითხე: |
ცხოვრებაში სულ ერთხელ დავინახე მეფე. თბილისობის დროს, რომელიღაც აღდგენილი სახლის აივნიდან გადმოდგა და ხალხს ყანწი დაანახა. იმ დროს ერთი მუშა კაცი, მგონი ქურთი იყო, ცდილობდა, ხალხში შეეღწია და მეფე კარგად დაენახა. ვიღაც გალსტუკიანმა და ულვაშიანმა კაცმა ჯერ ხელი ჰკრა, მერე კიდევ წიხლიც მიაყოლა ფერდში. იმ ქურთს ხელში ეჭირა ქაღალდის პარკი, უფრო სწორად იღლიაში ამოედო. წაიქცა, გაუვარდა პარკი და იქედან გადმოვარდა სქელ ქაღალდში გახვეული ხორცის ნაჭერი. |
დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როცა ბიჭი თვრამეტი-ცხრამეტი წლისაა და ცოტ-ცოტა წიგნებსაც კითხულობს, ჰემინგუეი მსოფლიოში საუკეთესო მწერალი ჰგონია. |
სიმართლე რომ ვთქვა, არც კი ვიცი, თარგმნილია თუ არა ჩესტერტონის წიგნები ქართულად. ისიც არ ვიცი, მოთხრობები თუა თარგმნილი. მოთხრობების ორი საქვეყნოდ განთქმული ციკლია, მამა ბრაუნის შესახებ და ჰორნ ფიშერის თავგადასავლებზე. |
ძველ ჟურნალებში ქექვისას, ერთ საინტერესო და განუმეორებელ რეცეპტს მივაგენი. ქალთა კრემებსა და პარფიუმერიაში საერთოდ ვერ ვერკვევი, მაგრამ ახლა კი დავინტერესდი, რისგან მზადდება ეს კრემები და რამე რუმეები? რეცეპტს, რომელიც შემიძლია 1959 წლით დავათარიღო, ჰქვია “სახეზე ნაოჭების გაჩენის საწინააღმდეგო მალამო ნომერი ერთი”. |
შიო გვეტაძის ეს დეტექტიური რომანი არნახული პოპულარობით სარგებლობდა ქართველ მკითხველთა წრეში, თავისი დროის ბესტსელერი იყო. ნაწარმოებში მოთხრობილია, თუ როგორი შედეგი შეიძლება გამოიღოს მართლმსაჯულების ერთმა შეცდომამ, რომელიც , თავის მხრივ დანაშაულებათა მთელი ციკლის მიზეზი ხდება... |