მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 392
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 39 40 »


წიგნი სიბერეზე ანუ იმ წლებზე, როცა გსურს საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი და სურვილებით ხარ სავსე. მაგრამ, სამწუხაროდ აღმოჩნდება, რომ სურვილი ერთია, შესაძლებლობა კი – მეორე.


„ვამაყობ, რომ მე და ტონი მორისონი ერთმანეთს „ვგავართ“ – ის პირველი აფროამერიკელი ქალი მწერალი-ნობელიანტია, მე პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი.“ – ბარაკ ობამა. „ტონი მორისონმა არა მხოლოდ შექმნა შთამბეჭდავი ძალის რთული რომანების ექსტრაორდინალური კონტექსტი, არამედ თავიდან დაწერა XX საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ისტორია.“


ლორდ ბაირონის "დონ ჟუანის" ქართული თარგმანი. თარგმანი შესრულებულია პროზად. გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.


 

ეს ამბავი ინგლისის ერთ მთიან სოფელში მოხდა. ერთ დღესაც ამ სოფელში კაპიტანი ჯორგანი ჩადის ბოთლში გამომწყვდეული წერილი ჩააქვს, რომელიც უკაცრიელ კუნძულთან იპოვა. ამ წერილმა სოფლის მკვიდრი ერთი ოჯახის ცხოვრება უნდა შეცვალოს, დიდ საიდუმლოს ფარდა უნდა ახადოს! შეხვედრა წარსულთან - ეს მოთხრობის გმირთათვის გარდაუვალი აუცილებლობაა!


15 წლის გეორგი დედასთან, მამინაცვალსა და პატარა დასთან ერთად ოსლოში ცხოვრობს. მამა ბუნდოვნად ახსოვს: 4 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. 11 წლის შემდეგ ეს ადამიანი ისევ შემოიჭრა ბიჭის ცხოვრებაში - ვრცელი წერილით, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეორგის ძველ საბავშვო ეტლში ინახებოდა.


"გრძნობათა აღზრდა" მე19 საუკუნის ერთ - ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად ითვლება. ის მოგვითხრობს ისტორიას ახალგაზრდა მამაკაცის რომანტიკულ ცხოვრებაზე, 1848 წლის პარიზის რევოლუციის დროს.


პიესა, რომელსაც საფუძვლად უდევს ისტორიული ამბავი რომის იმპერატორ კალიგულას მმართველობის და ცხოვრების შესახებ.


მეოცე საუკუნის დიდი ავსტრო-გერმანელი მწერლის შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველა.


გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. გაი მეხანძრეა, თუმცა ჩაქრობის ნაცვლად, მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაი- ტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. 


მე-19 საუკუნის დიდი ფრანგი კლასიკოსის, მრავალი შესანიშნავი მოთხრობისა და რომანის ავტორის გი დე მოპასანის (1850-1893) შემოქმედებაში რომანს „წუთისოფელი“ გამორჩეული ადგილი უჭირავს და ფრანგული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.



sitemap