მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 392
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 39 40 »


მეოცე საუკუნის დიდი ავსტრო-გერმანელი მწერლის შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნოველა.


საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა.


იაპონელი მწერლის,იუკიო მიშიმას რომანმა "ნიღბის აღსარება" გამოსვლისთანავე საყოველთაო აღსარება მოუტანა 24 წლის ავტორს.ამ სანახევროდ ავტობიოგრაფიულ წიგნში თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას დროდადრო სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება.განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანისნავად გამოსდის და ერთგვაროვნად ეხმარება კიდეც - დარჩეს ბოლომდე გულწრფელი,თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს...


„შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (1720) ჩიკამაცუ მონძაემონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, რომლის პრემიერა 1721 წლის 3 იანვარს შედგა. იგი სიყვარულით დაბრმავებული ორი ადამიანის ცხოვრებას ეხება, რომლებიც სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზთა გამო ვერ ახერხებენ ერთად ყოფნას და უკანასკნელ ნაბიჯს დგამენ - ერთობლივ თვითმკვლელობას მიმართავენ იმქვეყნად შერთების იმედით.


"ფაუსტის" პირველი ნაწილი 1810 წელს გამოქვეყნდა, მეორე - 22 წლის შემდეგ. მსოფლიო ლიტერატურის ეს ერთ-ერთიი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია, რომელშიც ადამიანური არსის შეცნობის პრობლემა, ღვთიურისაკენ მისი სწრაფვა მრავალფეროვანი ლიტერატურული ხერხებითაა დახატული. დოქტორ ფაუსტსა და მეფისტოფელს კრიტიკოსთა ერთი ნაწილი სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილის სიმბოლოდ.


ირლანდიელი დრამატურგის ჯორჯ ბერნარდ შოუს საქვეყნოდ აღიარებული პიესა „პიგმალიონი“ 1923 წელს დაიდგა. მის მიხედვით შეიქმნა ასევე საყოველთაოდ ცნობილი მუზიკლი „ჩემი მშვენიერი ლედი“. 1926 წელს ბერნარდ შოუს მიენიჭა ნობელის პრემია „იდეალიზმითა და ჰუმანიზმით გამორჩეული შემოქმედებისათვის, ცეცხლოვანი სატირისათვის, რომელიც ხშირად ერწყმის არაჩვეულებრივ პოეტურ მშვენიერებას“.


ახალგაზრდა ექიმი და ბიოქიმიკოსი წარმატებით მუშაობს წამალზე, რომელსაც კიბოს განკურნება შეუძლია. საყოველთაო აღიარება შორს აღარ არის, მაგრამ ბედისწერის მოულოდნელი შემოჭრა ცხოვრებაში მეცნიერის მთელ მიღწევებსა და მსოფლმხედველობას თავდაყირა დააყენებს: საფრთხე მის უძვირფასეს ადამიანს – დედას ემუქრება.


საერთაშორისო ბესტსელერი ამ ჟანრში, 2003 წლის რუსული ბუკერის პრემიის ლაურეატი წიგნი.


ალექსანდრ პუშკინის ისტორიული რომანი „კაპიტანის ქალიშვილი“ რუსული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშია. რომანში აღწერილია 1773-1775 წლებში, ემილიანე პუგაჩოვის თაოსნობით, გლეხთა აჯანყების ისტორია, რომლის ფონზეც რომანის მთავარი გმირი, ახალგაზრდა ოფიცერი პიოტრ ანდრეევიჩ გრინიოვი თავის დრამატულ სასიყვარულო თავგადასავალს მოგვითხრობს.


სელმა ლაგერლოფი (1858-1940) - შვედი მწერალი, პირველი ქალი ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1909). კრიტიკოსები ამბობენ, რომ სელმა ლაგერლოფი იმდენად რთულად წერდა, რამდენადაც მას თავად უჭირდა ან ულხინდა ცხოვრებაში.



sitemap