მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 392
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 ... 39 40 »


ფრანსუაზ საგანი დაიბადა 1935 წელს საფრანგეთში. 18 წლის იყო საგანი, როცა პირველი რომანი - „სალამი, სევდავ!“ გამოაქვეყნა. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად, ითარგმნა მრავალ ენაზე და „კრიტიკოსების“ ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. მალე საგანმა კიდევ რამდენიმე რომანი გამოსცა: „ერთი თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ“, „გიყვართ ბრამსი?“, „საოცარი ღრუბლები“ და სხვა. ყველა რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.


ალბათ, მთავარი, რასაც აგათა კრისტის ნაწარმოებიდან ამოვიკითხავთ, სიკეთის აუცილებელი გამარჯვების იდეაა, რომელიც, დეტექტივისთვის დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში ვირტუოზობამდე მიყვანილი ეფექტური მოულოდნელობების განცდასთან ერთად, უცნაურად მახლობლად, შენს წიგნად აქცევს აგათა კრისტის ნაწარმოებს.


ელსფეთ მაკგილიკატი ჰალუცინაციებს არასდროს შეუწუხებია. თუმცა ეს მანამ იყო, სანამ პადინგტონის სადგურზე მკვლელობას შეესწრებოდა. დაინახა კი რამე? არც მსხვერპლი, არც ეჭვმიტანილი და არც სხვა თვითმხილველი არ არსებობს. არავის სჯერა, რომ მკვლელობა ნამდვილად მოხდა, გარდა მისი მეგობრის, მისის მარპლისა, რომელიც მკვლელობის ადგილზე ბრუნდება და აღმოაჩენს იმას, რისი მომსწრეც მისის მაკგილიკადი გახდა


„ამაოების ბაზარი“ თეკერეის ყველაზე სახელგანთქმული და ყველაზე უფრო დამახასიათებელი თხზულებაა. რომანის ძირითადი მოტივი - მოტივი თეკერეის დროინდელი ბურჟუაზიული ინგლისის ცხოვრების ამაოებისა - ყველა მის ადრინდელ და შემდეგდროინდელ ნაწერებსაც წითელი ზოლივით გასდევს და სათაურშიც ავტორის ღრმა ჩანაფიქრი იმალება.


ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი მოფრინავს - მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს რომ ეძახდნენ... 


შერლოკ ჰოლმსი – ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი – დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს დეტექტიური ჟანრის მოყვარულ ნებისმიერი ასაკის მკითხველებში. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი დეტექტიური ჟანრის კლასიკად ითვლება. განსაკუთრებით ჩახლართული დანაშაულის გამოძიების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანამგზავრი, ექიმი უოტსონი გვიამბობს.


ჩარლზ დიკენსის კლასიკური ნაწარმოები "ოლივერ ტვისტი" პირველად 1838 წელს გამოიცა და მას შემდეგ უამრავ მკითხველს შეაყვარა თავი. ღარიბ-ღატაკთა თავშესაფარში დაბადებული ობოლი ბიჭუნას ამაღელვებელი თავგადასავალი ყველას ერთნაირად აუჩუყებს გულს, დიდსაც და პატარასაც, მოხუცსაც და ბავშვსაც. თუმცა, ცხოვრება ხომ სიურპრიზებითაა სავსე. ჰოდა, გაუთავებელი ჩაგვრითა და დამცირებით გატანჯული გულკეთილი ოლივერის ისტორიასაც ბედნიერი დასასრული აქვს.


სამყარო, რომელსაც ცნობილი ფრანგი მწერალი ფრანსუა მორიაკი თავის შესანიშნავ რომანში აღწერს, ჭეშმარიტად შემზარავი და თავზარდამცემია. ასპიტთა ბუდე - ეს არის ბურჟუაზიული ოჯახი, სადაც მამა, შვილები და შვილიშვილები - ყველანი მზად არიან ერთმანეთი მოწამლონ და დაღუპონ ფულის გამო.


რამდენიმე წლის წინათ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისაკენ მოაგარაკეების ოჯახი მიემგზავრებოდა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა.


შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია.



sitemap