ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის დენ ბრაუნის მიერ 2003 წელს გამოცემული რომანი „და ვინჩის კოდი“ დღემდე საერთაშორისო ბესტსელერად ითვლება. იგი 44 ენაზეა ნათარგმნი და 81 მილიონ ეგზემპლიარად არის დაბეჭდილი. ინტელექტუალურ დეტექტიურ ჟანრში დაწერილმა რომანმა ფართო ინტერესი გამოიწვია წმინდა გრაალის ლეგენდისა და მარია მაგდალინელის როლზე ქრისტიანობის ისტორიაში. |
ჰილარი კრეივენი, შვილებდაღუპული და ქმრისგან მიტოვებული ქალი, სასტუმროში თვითმკვლელობას გეგმავს. აქ ის მოულოდნელად ბრიტანელი საიდუმლო აგენტისგან იღებს შეთავაზებას - დიდი დოზით საძილე აბების მიღების ნაცვლად, სახიფათო მისიაში მიიღოს მონაწილეობა: მოსაძებნია გაუჩინარებული მეცნიერი, ბირთვული-ფიზიკის სპეციალისტი, რომელიც შესაძლოა საბჭოთა კავშირშიც კი იყოს გაქცეული. ჰილარი თანხმდება აგენტის წინადადებას და აღმოჩნდება მგზავრთა შორის, რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით გადაჰყავთ. |
სუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არასდროს მქონია, მაგრამ განსაკუთრებულ ადამიანს (ჩემთვის) განსაკუთრებული სუნი აქვთ და ამ სუნით ყველა სხვა ადამიანში განასხვავებ. მე ალბათ სიცივის სუნი ამდის. ალბათ იმიტომ, რომ იანვარში დავიბადე. ჩემს ოთახშიც სიცივის სუნი ტრიალებს, იმიტომ რომ იქ ვტრიალებ მე. რა სუნებს იგრძნობდა პატრიკ ზიუსკინდის გმირს გრუნეი XXI საუკუნეში, რომ ეცხოვრა? |
მხოლოდ ერთადერთი შემავალი ზარი მობილურ ტელეფონში და აი, ბოსტონის ქუჩებში დაეხეტებიან არა ადამიანები, არამედ დესტრუქციული იმპულსით ზომბირებული, სისხლს მოწყურებული არსებები და ყველასა და ყველაფერს ანადგურებენ. არც ისე ბევრი აღმოჩნდა იმ იღბლიანთა შორის, რომელთაც ამ კატასტროფის დროს მობილურები არ ჰქონიათ. სანაცვლოდ მათ საღი გონება შერჩათ. კომიქსების მხატვარი კლაიტონ რიდელი, კლერკი, გოგონა, მოხუცი მეცნიერი და მისი მოწაფე ბედისწერის ნებით შეხვდებიან ერთმანეთს და ცდილობენ, გაარკვიონ, რა ხდება... |
"უჩინარი კაცი" პირველად 1897 წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. რომანმა ახალგაზრდა, ექსცენტრიკულ მეცნიერზე, რომელსაც უჩინარ ადამიანთა რასის შექმნა სურს, გამოსვლის დღიდანვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება. |
ფრანც კაფკას საყოველთაოდ აღიარებული მცირე შედევრი. მოთხრობის მთავარი გმირი, გრეგორ ზამზა ერთ დილასაც გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ, ამაზრზენ მწერად ქცეულა. თავისთავად, ასეთი ხვედრი შესაშური არაა, მაგრამ ზამზასთვის უფრო მტანჯველი აღმოჩნდება დანაშაულის გრძნობა, რომ ასეთი მეტამორფოზის შემდეგ ოჯახის რჩენა აღარ შეუძლია. |
ცნობილი რუსი მწერალი, ალექსანდრე ბელიაევი რუსული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაწერილი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, "ადამიანი-ამფიბია", ადამიანების მიერ "ზღვის ეშმაკად" წოდებულ უცნაურ ჰუმანოიდზე მოგვითხრობს. 1960 წელს გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა "ადამიან-ამფიბიას" განსაკუთრებით გაუთქვა სახელი. |
კლიფორდ დ. საიმაკმა კი რომან “გობლინთა ნაკრძალში” მთლიანად გააქრო დროისა და სივრცის საზღვრები და მკითხველს უნუკალური შანსი მისცა, მასთან ერთად გამოეკვლია მისი ორეულის ჯერ გაჩენის, შემდეგ მკვლელობისა და კრისტალურ პლანეტაზე გადახდენილი საოცარი ამაბები. |
რომანის მთავარ გმირს – ჰიუ გლასს, რომელიც კლდოვანი მთების ბეწვეულის კომპანიაში მუშაობდა, 1823 წელს დათვი გრიზლი დაესხა თავს და დაასახიჩრა. მომაკვდავი თანამეგზურებმა მიატოვეს, მათ შორის იმ ორმაც, მისი მოვლა რომ ევალებოდათ. გლასი გადარჩა და დამნაშავეებზე შურის საძიებლად გაემართა. სწორედ აქ იწყება ჰიუ გლასის გადარჩენის დაუჯერებელი ამბავი. |
„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. |