მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 392
ნაჩვენებია მასალა: 51-60
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 39 40 »


რა არის უფლის შიში? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? რითი განსხვავდება ის იმ მდგომარეობისგან, როცა უბრალოდ გვეშინია ღმერთის? ამ წიგნში, ჯონ ბევირი წმიდა წერილიდან დაგანახვებთ ჭეშმარიტებას, რომელიც ძალზე ხშირად შეუმჩნეველი და არასწორად აღქმული რჩება. ის სიბრძნის, ცოდნისა და ღმერთთან სიახლოვის გასაღებს წარმოადგენს. თუ ეძებთ პასუხებს, ღვთიურ მფარველობას ან მმართველობას, მაშინ თქვენ უფლის მოშიშებით უნდა იცხოვროთ.


ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ნეხვია. ბოლო უნდა მოვუღო. ყელში ამომივიდა after-shave-ით აშმორებული ბრიყვების აქეთ-იქით თრევა, თანაც უკანა სკამზე მუდამ კოკაინს ყრიან.


ბერძნული მითოლოგია არის ერთობლიობა მითებისა, რომლებიც მოთხრობილია ძველი ბერძნების მიერ და ეხება სამყაროს წარმოშობასა და ბუნებას, ღვთაებების, გმირების და მითოლოგიურ არსებათა ცხოვრებასა და საქმეებს, ისევე, როგორც ძველბერძნული ადათებისა და წესების პრაქტიკას.


ბერძნული მითოლოგია არის ერთობლიობა მითებისა, რომლებიც მოთხრობილია ძველი ბერძნების მიერ და ეხება სამყაროს წარმოშობასა და ბუნებას, ღვთაებების, გმირების და მითოლოგიურ არსებათა ცხოვრებასა და საქმეებს, ისევე, როგორც ძველბერძნული ადათებისა და წესების პრაქტიკას.


ძიუნიტირო ტანიძაკისა და ჰარუო სატოსთან ერთად თოჯინების თეატრში ვიყავი. დიდი ხანია მარიონეტების სპექტაკლი არ მენახა. თოჯინა მსახიობზე ლამაზია, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ამოძრავებენ. თოჯინების გამთამაშებელი შავ სამოსიანი მსახიობი უსიამო გრძნობას იწვევს, ასეთი ფიგურები გოიას ნამუშევრებში უკანა პლანზე მოჩანს ხოლმე. ასე გეგონება, ეს შავი ფიგურები, როგორც შენი ნაღვლიანი ბედისწერა, სადღაც მიგერეკებოდეს…


იაპონელი კლასიკოსი მწერლის მოთხრობათა კრებულში მარტოობისა და სიკვდილის თემა ყველაზე ღრმა, ძლიერი და მძაფრი კუთხით არის წარმოჩენილი. თავად მწერალს მუდმივად აწუხებდა სიკვდილის თემა. აკუტაგავამ 35 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.


აკუტაგავა რიუნოსკეს ნაწარმოებებს ლირიზმით შეზავებული სკეფსისისა და პესიმიზმის დაღი აზის, რასაც განაპირობებდა ბურჟუაზიული ყოფასთან მისი ეთიკური მოთხოვნების შეუთავსებლობა. აქედან - მწერლის საგანგებო ინტერესი რელიგიის მიმართ ("ნანკინელი ქრისტე", "ო-გინი", "კბილანები", 1927). 


მხოლოდ ნოემბერში გადაწყვიტეს, რომ ხინა-თოჯინები იოკოჰამელი ამერიკელისთვის მიეყიდნათ...

ჩვენი სახლი, რომლის საგვარეულოს ფუძემდებელი კინო კუნია იყო, იმთავითვე მევახშეობას ეწეოდა _ სესხს აძლევდა ფეოდალებს. პაპაჩემი სიტიკუ კი ძველებური ლამაზი ნივთების დიდი მცოდნე გახლდათ. მისი შეძენილი ხინა-თოჯინები ტრადიციულად ოჯახის ქალიშვილის, ე.ი. ჩემი კუთვნილება იყო და მეტად ძვირფას ნივთებად ითვლებოდა.


ძურიანო კიტისკე წარმოშობით სიძენის პროვინციის სინოკის მაზრის სოფელ ურაკამადან იყო. დედ-მამა ადრე დაეხოცა და პატარაობიდანვე იმავე სოფელში დაუდგა მსახურად ვინმე ოტანა საბუროძის. ძურიანო კიტისკე დაბადებიდან მოსულელო გახლდათ და ამხანაგები გამუდმებით მასხრად იგდებდნენ, პირუტყვივით ჩაგრავდნენ და ყველაზე მძიმე სამუშაოს მას ასრულებინებდნენ.


ერთ საღამოს მე და ჩემი ძველი მეგობარი მურაკამი გინძაზე ვსეირნობდით.

სრულიად მოულოდნელად, მურაკამიმ საუბარში თავისი და ახსენა, ტიეკო, სასებოში რომ ცხოვრობდა.

_ ამას წინათ ტიეკოს წერილი მივიღე. მოკითხვას გითვლის.



sitemap